რუსეთის ჯარები დონეცკში პროვოკაციებს ამზადებენ

რუსეთის ჯარები და „ბოევიკები“ სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლის მიზნით დონეცკში შეიარაღებულ პროვოკაციებს ამზადებენ. ინფორმაცია ამის შესახებ ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ კოორდინატორმა დიმიტრი ტიმჩუკმა გაავრცელა.
„ჩვენი მონაცემებით, ტერორისტები დონეცკის მიმართ ცეცხლის გახსნას „გრადის“ გამოყენებით აპირებენ და ეს უკრაინელ სამხედროებს უნდა დააბრალონ“, – დაწერა ტიმჩუკმა ფეისბუქში.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწყებიდან უკრაინელი სამხედროები შეთანხმების პირობებს ასრულებენ და ცეცხლს მხოლოდ მათ პოზიციებზე თავდასხმის შემთხვევაში ხსნიან, – წერს ტიმჩუკი. ამასთან, მისი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები მხოლოდ ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები