კრემლი კირბალთან მოკლული, საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 6 ნოემბერს კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული, საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ამის შესახებ მან შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ თქვა.
„არა, მე არ მაქვს ინფორმაცია ამ საკითხზე. ასეთი ინფორმაცია არ მაქვს“, – თქვა მან.