“გვამუნათებენ, რატომ იყურებით წარსულისკენო, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, შემთხვევითი და ციდან ჩამოვარდნილი ამბავი არ არის” – გია ცაგარეიშვილი

“გვამუნათებენ, რატომ იყურებით წარსულისკენო, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, შემთხვევითი და ციდან ჩამოვარდნილი ამბავი არ არის. გამოუშვით სააკაშვილი ციხიდან, მობრუნდეს და ნახავთ, რა მოხდება ამ ქვეყანაში მეორე დღეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ყოველ დღე ბეწვის ხიდზე სიარული გვიწევს. ეს ყველას გამოწვევაა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციისა და ყველა ადამიანის. ამას, სამწუხაროდ, დასასრული არ უჩანს. მაგრამ, როდესაც წინაპირობებსა და მიზეზებზე საუბრობენ, გვამუნათებენ, რატომ იყურებით წარსულისკენო. ის, რაც დღეს ხდება, შემთხვევითი არაა, ციდან ჩამოვარდნილი ამბავი არ არის. ბევრს არ ახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი, მათ შორის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ამას დაქადნებით არ ვამბობ, მაგრამ ვარ ერთადერთი დეპუტატი, რომელიც იმ მოწვევის პარლამენტშიც მუშაობდა, ოპოზიციაში ვიყავი, ახლა სახელისუფლებო გუნდში ვარ. მახსოვს ყველაფერი, ვინ რას აკეთებდა, რათა, ფაქტობრივად, ოკუპანტებისთვის და სეპარატისტებისთვის, დაეკანონებინა ის უბედურება, რაც ცხინვალში ხდება”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები