სალომე ზურაბიშვილი: არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება – ჩვენი პასუხი არის ერთი – მშვიდობა ევროპაში

“მინდა, მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და, ამ ოჯახთან ერთად, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენ ტერიტორიაზე. ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი” პოლიტიკა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამაზე ერთადერთი პასუხია – მშვიდობა ევროპაში.

“ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების მანძილზე, ვუყურებთ უცვლელად რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, რომ ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, ეს არის მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის რომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა სხვა პერსპექტივის და ძალიან გასაკვირია, თუ ვინმე შეიძლება საქართველოში სჯეროდეს მომავლის რუსეთთან ერთად, რუსეთისკენ შემყურე, ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება, წავიდეს და ისწავლოს რამე რუსეთში, ვინმე, რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან, ჩვენი მომავალი არის ჩვენ პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები