„ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად დაიშლება – ნინო წილოსანი
„ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად დაიშლება, გამომდინარე იქიდან, რომ პარტია, რომელიც იკვებება ბოროტი იდეებით და მავნებლური მიზნებით, არ შეიძლება რომ არსებობდეს პოლიტიკურ ველზე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის მაპროვოცირებელმა განცხადებამ საკუთარ გუნდშივე შეიტანა დაპირისპირება და განხეთქილება. „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად დაიშლება, გამომდინარე იქიდან, რომ პარტია, რომელიც იკვებება ბოროტი იდეებით და მავნებლური მიზნებით, არ შეიძლება, რომ არსებობდეს პოლიტიკურ ველზე“, – აღნიშნა წილოსანმა.