თინა ბოკუჩავა: ყველა ევროპელი ლიდერი ამბობდა, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა აუცილებლად უნდა მიეცეს ქართველ ხალხს
“ყველა ევროპელი ლიდერი, რომელსაც ჩვენ ვხვდებით, ხაზს უსვამდა სწორედ ქართველი ხალხის განწყობებს და ქართველი ხალხის დამსახურებას”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა ევროპელი ლიდერი ამბობდა, რომ ის ისტორიული შესაძლებლობა, როგორიცაა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, აუცილებლად უნდა მიეცეს ქართველ ხალხს.
„ყველა ევროპელი ლიდერი, რომელსაც ჩვენ ვხვდებით, ხაზს უსვამდა სწორედ ქართველი ხალხის განწყობებს და ქართველი ხალხის დამსახურებას. ამბობდნენ, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა აუცილებლად უნდა მიეცეს ქართველ ხალხს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი რუსული რეჟიმი მიზანმიმართულად საბოტირებს პროცესს და არ ასრულებს რეკომენდაციებს, მათ შორის, აცდენილია საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ხვალ ცნობილი გახდება ევროკომისიის პასუხი, როგორ შეასრულა ქვეყანამ 12 რეკომენდაცია.