“7 ნოემბერი იყო პოლიტიკური განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“ – შალვა პაპუაშვილი
„7 ნოემბერი იყო პოლიტიკური განაჩენი, რომელიც მაშინ, ქართველმა ხალხმა საბოლოოდ გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმის შემოქმედი პარტია ჯერ კიდევ აქტიურია პოლიტიკაში და ამ რეჟიმის შემოქმედი ადამიანი მართალია ზის ციხეში, უფრო სწორედ საავადმყოფოში და მას კიდევ აქვს ამბიციები, იყოს პოლიტიკაში. 7 ნოემბერი იყო პოლიტიკური განაჩენი, რომელიც მაშინ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“. მაშინ გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და მისი დამოკიდებულება მედიასთან და, ზოგადად, ადამიანების მიმართ. ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი არასდროს მიუშვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებასთან“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.