“7 ნოემბერი არის უმძიმესი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში” – მიხეილ სარჯველაძე

„7 ნოემბერი არის უმძიმესი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ეს იყო სრულიად სამართლიანი პროტესტი საქართველოს მოქალაქეების იმჟამინდელი, სრულიად არანორმალური მმართველობის წინააღმდეგ. ამ დღის კულმინაცია იყო ის მოვლენები, რომელიც მედიის წინააღმდეგ განვითარდა. იმ ხელისუფლების მესვეურების მხრიდან ახლა საუბარი ვინმეს მიმართ ჭკუის დამრიგებლური, თუნდაც მედიის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაზე, ეს ყველაფერი ჰგავს მგლის თავზე სახარების კითხვას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 16 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები