“ეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი შეიარაღებულ ძალებს საკუთარ ხალხს უპირისპირებდა” – გია ცაგარეიშვილი 7 ნოემბრის მოვლენებზე

“ეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი შეიარაღებულ ძალებს საკუთარ ხალხს უპირისპირებდა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა 7 ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„სპეცოპერაცია, რომელიც დაგეგმა და განახორციელა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ, იმის მცდელობა იყო, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა, დემოკრატიული ოპოზიცია, მთლიანად ხალხი დაეთრგუნათ, მოესპოთ და გაენადგურებინათ. ეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი შეიარაღებულ ძალებს საკუთარ ხალხს უპირისპირებდა“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები