“მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მძევლების გათავისუფლების გარეშე შეუძლებელია.

​თუმცა, მან არ გამორიცხა „ტაქტიკური პაუზები“ ჰუმანიტარული მიზნებისთვის.

ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

“არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე. რაც შეეხება ტაქტიკურ პაუზებს – ერთი საათი აქ, საათი იქ – ეს ადრეც გვქონდა”, – განმარტა ისრაელის პრემიერმა.

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ხელს შეუშლის სამხედრო ოპერაციებს, რომლებსაც ისრაელის არმია ,,ჰამასის,, ბოევიკების წინააღმდეგ აწარმოებს.

”ეს ხელს შეუშლის ჩვენს ძალისხმევას მძევლების გასათავისუფლებლად, რადგან ერთადერთი, რაც მოქმედებს ამ კრიმინალებზე, არის სამხედრო ზეწოლა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ,” – თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები