8 ნოემბერს პრემია „საგურამოს” ლაურეატები დაჯილდოვდებიან

8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186 წელი სრულდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით,14:00 საათზე,  ტრადიციისამებრ, გაიცემა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და „ილიას ფონდის” მიერ დაარსებული პრემია „საგურამო” და ილიას მედალი – „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
ცნობისათვის: პრემიის ლაურეატთა ვინაობა 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეს გახდა ცნობილი. 2023 წლის პრემიის მფლობელები არიან:
პოეზია – ვაჟა ხორნაული;
პროზა – თამაზ ხმალაძე; ეკატერინე ტოგონიძე;
კრიტიკა – გია ხოფერია;
თარგმანი – მედეა ზაალიშვილი;
️ხელოვნება – გია ჯაფარიძე;
️საბავშვო მწერლობა – აკაკი დაუშვილი;
ჰუმანიტარული მეცნიერება – მერაბ ჩუხუა;
️ილია მედალი – „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცემა – რობერტ გოგოლაშვილს..

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები