დავით ზალკალიანი: მკაცრად ვგმობთ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავებას, მოვუწოდებთ პარტნიორებს შესაბამისი შეფასებისა და რეაგირებისკენ

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის უკანონოდ დაკავების ფაქტებს ეხმაურება.

როგორც ელჩი აღნიშნავს, ეს არის რუსეთის უკანონო ოკუპაციის კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგი.

„მკაცრად ვგმობთ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავებას. ეს არის რუსეთის უკანონო ოკუპაციის კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგი. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს შესაბამისი შეფასებისა და რეაგირებისკენ“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ X-ზე.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები