11 სექტემბრის ტრაგედიიდან 13 წელი გავიდა (ვიდეო)

11 სექტემბრის ტრაგედიიდან დღეს 13 წელი გავიდა. ეს დღე დაღუპულების საპატივცემულოდ აშშ-ში პატრიოტთა დღედ მოიხსენიება. ტრაგედიასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები კონგრესმენმა სტივენ ლინჩმა გაახმაურა. მისი აზრით, თეთრი სახლი კატეგორიულად უარს აცხადებს იმაზე, რომ გაასაჯაროოს ინფორმაცია ტერორისტული აქტის მომზადებაში უცხოური ხელისუფლებების მონაწილეობის შესახებ.
მონაცემები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის დროს გასაიდუმლოებული იყო. ლინჩის თქმით, კონგრესმენები ამ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ, ამან კი შეიძლება იმოქმედოს მათზე, ვინც ტერორიზმს აფინანსებს და აჩვენებს, რომ მათი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება.
შეგახსენებთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი ნიუ-იორკში 2001 წელს მოხდა. ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ „ბოევიკმა“-კამიკაძეებმა ოთხი თვითმფრინავი ხელში ჩაიგდეს. ორმა მათგანმა გეზი საქმიანი ნიუ-იორკის სიმბოლოსკენ – მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკების მიმართულებით აიღო, ორი კი პენტაგონისკენ და, სავარაუდოდ, თეთრი სახლისკენ და კაპიტოლიუმისკენ გაემართა. ყველა თვითმფრინავი, უკანასკნელის გარდა, მიზანს მოხვდა. მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის შტატთან, ქალაქ შანკსვილთან, მინდორში ჩამოვარდა. 11 სექტემბრის ტერაქტს 2974 ადამიანი ემსხვერპლა. 24 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ტერაქტის შედეგად ასევე 19 ტერორისტია დაღუპული.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=p-Z9IoCB77E width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები