ირაკლი ანთაძე: მეორე უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს

მეორე უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ელოდება, რომ უკანონოდ დაკავებული კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნოს.

„მეორე უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ იგი დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე თავად დავრწმუნდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები