გიორგი გახარია: რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს – ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება.
როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას.
„რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია“, – წერს გახარია სოციალურ ქსელ X-ზე.
Russian occupants killed #Georgian citizen & arrested another one on the occupation line. Russia is an enemy! Occupation continues. Any compromise with enemy equals to fake peace. Longstanding peace of Georgia 🇬🇪 is in the Euro-Atlantic family.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) November 6, 2023