არჩილ თალაკვაძე: არ ველით, რომ ევროკავშირმა შეიძლება, ისეთი პირობები დაუწესოს საქართველოს, რომლებიც რუსეთთან ისედაც არსებულ მაღალ საფრთხეებს კიდევ უფრო გაზრდის

მმართველი გუნდის წევრ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირმა შეიძლება ისეთი პირობები დაუწესოს საქართველოს, რომლებიც რუსეთთან ისედაც არსებულ მაღალ საფრთხეებს კიდევ უფრო გაზრდის – არ არსებობს.

„რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. შესაბამისად, ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ სტატუსთან დაკავშირებით ჩაიდოს რაიმე დამატებითი პირობები, რომლებმაც შეიძლება, ამ საფრთხის ესკალაცია გამოიწვიოს. არ ველით, რომ ევროკავშირმა შეიძლება ისეთი პირობები დაუწესოს საქართველოს, რომლებიც რუსეთთან ისედაც არსებულ მაღალ საფრთხეებს კიდევ უფრო გაზრდის და საქართველოს შეუქმნის გამოწვევებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია გაფართოების ანგარიშს 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები