დავით სონღულაშვილი: ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და პერსპექტივა ევროპისთვის ფასდაუდებელია – დიდი მოლოდინი გვაქვს დამსახურებული სტატუსის მისაღებად

ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და პერსპექტივა ევროპისთვის ფასდაუდებელია, ისევე – როგორც მათი მხარდაჭერა ჩვენდამი, დიდი მოლოდინი გვაქვს დამსახურებული სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რასაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს.

„იგივე ღირებულებები, იგივე ცხოვრების წესი, იგივე კულტურა თუ განათლებისკენ სწრაფვა. ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და პერსპექტივა ევროპისთვის ნამდვილად ფასდაუდებელია, ისევე – როგორც მათი მხარდაჭერა ჩვენდამი. საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში. მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და არა მხოლოდ, თუმცა, აქამდე მარტივად არ გვივლია. დამოუკიდებელი საქართველოს ამ 30-წლიან ისტორიაში ძალიან მოკლევადიანი პერიოდები თუ მოიძებნება სიმშვიდის, ქვეყანაში სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლის, გლობალურ პროექტების. ამ პერიოდში ჩემმა ქვეყანამ რამდენიმე ომი გამოიარა რუსეთთან, დღემდე ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დღემდე ვებრძვით მცოცავ ოკუპაციას ქვეყანაში, მაგრამ არ გავჩერებულვართ და წინსვლა და გამარჯვებები არ შეგვიწყვიტავს არც ეკონომიკური, არც ინფრასტრუქტურული, არც კულტურული და სპორტული, არც საგანმანათლებლო მიმართულებით და ა.შ. მინდა, მადლობა გადავუხადო საბერძნეთის პარლამენტს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის და გისურვოთ ნაყოფიერი მუშაობა“,– განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები