ბაჩო დოლიძე: ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც სიიდან სიამდე ცოცხლობს
„რომ მნდომებოდა სიაში მოხვედრა, ვფიქრობ, ვიქნებოდი. მაგრამ ეს არის მთავარი განსხვავება. ვიღაც კანკალებს იმაზე, რომ მარტო სიაში მოხვდეს და მხოლოდ და მხოლოდ ამაზე ფიქრობს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ბაჩო დოლიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, მომავალი არჩევნებისთვის პარტიის სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.
დოლიძის თქმით, ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც სიიდან სიამდე ცოცხლობს.
“სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარი საპარლამენტო სიაში მოხვედრაა. ეს საკითხი პრობლემური იქნება იმიტომ, რომ სიის გულისთვის იგივე კონფიგურაცია ალბათ დახოცავს ერთმანეთს. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც სიიდან სიამდე ცოცხლობს“, – აცხადებს დოლიძე.