სოფო ჯაფარიძე: „ნაცმოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, როგორც ის გადაწყვეტს – აუცილებლად ისე იქნება
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი როგორც გადაწყვეტს, აუცილებლად ისე იქნება”, – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სოფო ჯაფარიძე კითხვას, ვინ მოხვდება პარტიის საარჩევნო სიაში.
მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ექსპრეზიდენტი იღებს.
„საბოლოო გადაწყვეტილებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ იღებს მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.