ელისო ბოლქვაძე საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობასა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ისაუბრეს.
„ელჩმა იაპონიის პარლამენტის განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის მუშაობის ძირითადი მიმართულებები გაგვაცნო. შეხვედრაზე ვისაუბრეთ თემატურ სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროექტებზე. ელჩმა ამ პროექტებში ჩართვის დიდი სურვილი გამოთქვა”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ელისო ბოლქვაძემ.