პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს.
„ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. თუკი მოითხოვდა, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად უნდა მოეცათ ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები. ამ გარანტიების გარეშე, რა თქმა უნდა, არც ევროკავშირი და არც ნატო, არავინ ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას იმიტომ, რომ ყველა ხვდება, რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას (დათვლილია, რომ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, ამ შემთხვევაში) და სამხედრო დაპირისპირების რისკს საქართველოში – რუსეთთან პირდაპირ, ირიბად, სხვადასხვა პროქსი ჯგუფის გამოყენებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.