გურამ მაჭარაშვილი: ძალიან კარგია, რომ საჯარო სექტორში იზრდება ხელფასები

“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ შეუსაბამოა, როდესაც დეპუტატს აქვს მის მიერ დანიშნული თანამდებობის პირების ხელფასის მესამედი.

მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება.

“ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს წევრს აქვს ის ხელფასი, რომელიც არის მესამედი ან მეორედი იმ თანამდებობის პირების, რომელსაც ნიშნავს თავად საკანონმდებლო ორგანო, ბუნებრივია, ეს არის შეუსაბამო. ძალიან კარგია, რომ საჯარო სექტორში იზრდება ხელფასები, მათ შორის, აპარატში იზრდება ხელფასები“, – ამბობს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან – მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა ხარჯვით ნაწილს ყოველწლიურად 5 700 000 ლარით გაზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები