გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, ბელადის მავზოლეუმში ხალხის რაოდენობამ არ გაამართლა, სააკაშვილი ამით კმაყოფილი არ არის

“როგორც ჩანს, ბელადის მავზოლეუმში ხალხის რაოდენობამ არ გაამართლა, მიხეილ სააკაშვილი ამით კმაყოფილი არ არის და ახლა ახალი ინტრიგა შემოაგდო – თქვა, რომ პარლამენტში ვინც “ნაცმოძრაობის” დეპუტატები ხართ, დაისვენეთ, მომავალ პარლამენტში თქვენ აღარ იქნებითო”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე და სხვები აღიარებენ, რომ დღეს “ნაცმოძრაობაში” ერთობა გამორიცხულია.

„როგორც ჩანს, ბელადის მავზოლეუმში ხალხის რაოდენობამ არ გაამართლა, მიხეილ სააკაშვილი ამით კმაყოფილი არ არის და ახლა ახალი ინტრიგა შემოაგდო – თქვა, რომ პარლამენტში ვინც “ნაცმოძრაობის” დეპუტატები ხართ, დაისვენეთ, მომავალ პარლამენტში თქვენ აღარ იქნებითო, ამან კიდევ ერთხელ აურზაური გამოიწვია, – ვინაიდან, მელიას არ დაუჯერეთ პარლამენტიდან არ გადიხართ, შემდეგ პარლამენტში მე არ მოგახვედრებთო. ეს არის “ნაცმოძრაობის” რეალური სახე, რადგან სააკაშვილი თავს კი გრძნობს ბელადად და ჰგონია, რომ ლიდერია, მაგრამ ამ დროს არაფორმალური მმართველები – კეზერაშვილი, მერაბიშვილი არსებობენ, რასაც ხაბეიშვილი და მელიაც აღიარებენ. დეკანოიძე იქნება, გოცირიძე თუ სხვა, აღიარებენ, რომ დღეს “ნაცმოძრაობაში” ერთობა გამორიცხულია, რაც ძალიან კარგია, რადგან ჩვენ 2024 წელს გაცილებით უფრო უკეთესს ოპოზიციას მივიღებთ”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები