ყაზახეთისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტების ერთობლივი კონცერტი გაიმართება
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მოკლევადიანი (ორი კვირა) სტაჟირებით ყაზახეთის სახელმწიფო კონსერვატორიის სხვადასხვა მიმართულების სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები იმყოფებიან.
კონსერვატორიის ინფორმაციით, ამ პერიოდში მათ კონსერვატორიის პროფესორების მიერ სპეციალობების მიხედვით ინდივიდუალური გაკვეთილები ჩაუტარდებათ.
უკვე გაიმართა შეხვედრა სტუდენტურ თვითმმართველობასთან, დაგეგმილია შეხვედრა კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან.

ასევე, 8 ნოემბერს, 18:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება ყაზახეთისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტების ერთობლივი კონცერტი.