„ქართველი ჯოტო“ და გამოფენა ბეილერის ფონდში

ნიკო ფიროსმანის (1862–1918) ერთ-ერთმა მკვლევარმა მიხაილ ლე დენტუმ მას ქართველი ჯოტო უწოდა. ჯოტოსთან საკრალური ხდება ყოველდღიურობის ნაწილი, ფიროსმანთან – ყოველდღიური იქცევა საკრალურად.
ბეილერის ფონდის ინფორმაციით, ნახატზე „ექიმი ვირზე“ გამოსახულია მხედარი ვირზე, მკაცრი პეიზაჟით. ამ ცხოველს მტკიცედ აქვს ფესვები გადგმული საქართველოს მოდერნისტულ-ავანგარდულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ვირზე ამხედრებული ექიმის მოტივი უკავშირდება იესოს იერუსალიმში შესვლის მოტივს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ექიმის, როგორც მხსნელისა და მკურნალის სახე ყოველთვის პოპულარული იყო და ფიროსმანიც ინარჩუნებდა განსაკუთრებულ ურთიერთობას ექიმის ფენომენთან.
ქართველი გლეხები ექიმებისგან სასწაულებს ელოდნენ და ამიტომაც გასაგებია, რომ ექიმი არქეტიპულად ასოცირდებოდა მხსნელთან და მკურნალთან და ასე ერისთვის სიმბოლოდ იქცა.
ნიკო ფიროსმანის ხატვის არაჩვეულებრივი ნიჭის ნახვას დამთვალიერებელი 2024 წლის 28 იანვრამდე შეძლებს ბეილერის ფონდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები