იორდანიის საჰაერო ძალებმა ღაზაში მედიკამენტები ჩაიტანეს

იორდანიის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორის საველე ჰოსპიტალს მედიკამენტები მიაწოდეს.

ამის შესახებ მეფე აბდულა II-მ განაცხადა.

მისი თქმით, წამლები პარაშუტით ჩამოაგდეს.

”ჩვენმა უშიშარმა საჰაერო ძალებმა შუაღამისას ღაზაში იორდანიის საველე ჰოსპიტალს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გადასცეს. ეს ჩვენი მოვალეობაა – დავეხმაროთ ჩვენს ძმებსა და დებს, რომლებიც ღაზაში ომის შედეგად დაზარალდნენ. ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით ჩვენს პალესტინელ ძმებს“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები