ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა, სადაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან მოლაპარაკებას გამართავს.

ტურნეს ფარგლებში, ბლინკენი უკვე შეხვდა ისრაელის ხელისუფლებას და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაჰმუდ აბასს.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, თურქეთი “ჰამასს” ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა “ჰამასის” ბოევიკებს “განმათავისუფლებლები” უწოდა.

ანკარა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს მაშინ, როდესაც სახელმწიფო მდივანი – ბლინკენი დაჟინებით ჰუმანიტარულ პაუზას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები