თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი” ავსტრალიაში დაჯილდოვდა
თინათინ ყაჯრიშვილის ფილმმა „მოქალაქე წმინდანი” ავსტრალიაში, Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოებაზე, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის სპეციალური აღნიშვნა მიიღო.
ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრის ავრცელებს.
„მოქალაქე წმინდანი“ თინათინ ყაჯრიშვილისა და ბასა ჯანიკაშვილის სცენარის მიხედვით შეიქმნა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე.
ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია ჯვარი წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავის მფარველად მიიჩნევენ.
2024 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატ ფილმად „მოქალაქე წმინდანი“ დასახელდა.