ანა სტეინჰაუზ-კანდელაკის ავტოპორტრეტების სერია – მხატვრის ახალი გამარჯვება
ლონდონში მცხოვრები ქართველი მხატვრის ანა სტეინჰაუზ-კანდელაკის პირველი პერსონალური გამოფენა 2017 წელს შედგა ლონდონში. იმ ექსპოზიციამ, რომელსაც სახელად ერქვა „სახლიდან მოშორებით სამშობლოში”, მნახველის მოწონება დაიმსახურა და მის დებიუტს სტატიითაც გამოვეხმაურე.
ლონდონში მცხოვრები ქართველი პერსონაჟების პორტრეტები არა მარტო გარეგნული მსგავსებით იპყრობდა დამთვალიერებლის ყურადღებას, არამედ იმ შეუცნობელი ნაღველითაც, რომელიც ემიგრაციაში მყოფ ადამიანს ეუფლება. იმდენად საყურადღებო იყო დასაწყისი, რომ მჯეროდა, ამ მხატვრული შესაძლებლობების ავტორი ასე იოლად ვერ დაეხსნებოდა ფერწერას.
მას შემდეგ ანას ნამუშევრები აღარ მინახავს. მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ მომეცა შესაძლებლობა, თბილისურ გალერეაში მეხილა მისი ახალი ნამუშევრები, რომლებიც არტისტმა პანდემიის პერიოდში და ზოგიც წლეულს შეასრულა.
ეს გახლავთ ავტოპორტრეტების სერია, რომელიც ბუნებასთან და საკუთარ თავთან კონტაქტის თემას ეძღვნება. მხატვრის წინსვლა და საგრძნობი პროგრესი გამოაჩინა ამ სერიამ. იგი წარმოჩნდა როგორც ფერწერის ტექნიკის ვირტუოზი და რაც უფრო გასახარია, მოაზროვნე არტისტი, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს ადამიანის ყოფნის სირთულეზე თანამედროვე სამყაროში. ადამიანი საკუთარ თავს ბუნებასთან კავშირში გაცილებით სრულყოფილად გამოხატავს და ამას ცხადყოფს ანა სტეინჰაუზ-კანდელაკის ახალი სერია.
მისი სურათი „აუზთან” ედუარდ მანეს „საუზმე ბალახზე” ერთგვარი პერიფრაზია, თუკი, იმხანად ადამიანები ბუნებასთან გაცილებით ორგანულად იყვნენ დაკავშირებული და ადამიანებთან და ბუნებასთან ერთად ყოფნაში უფრო ჰარმონიულად გრძნობდნენ თავს, პანდემიის პერიოდში ისინი მტანჯველმა მარტოობამ და შფოთმა მოიცვა. ანამ ბრწყინვალედ ასახა ეს მდგომარეობა, ადამიანმა შეიძლება, ფეშენებელურ გარემოში იცხოვროს და მაინც უფერული და მოსაწყენი აღმოჩნდეს მისი ყოფნა…
გულწრფელად მახარებს ანა სტეინჰაუზ-კანდელაკის პროფესიული ზრდა, რომელიც „გამრეკელი გალერეის” საგამოფენო დარბაზებში ვიხილე ოთხი ემიგრანტი მხატვრის სურათების გარემოცვაში. ეს პროექტი, რომელიც ART4US ეგიდით განხორციელდა და უაღრესად კრეატიული გალერისტის ხათუნა მელიქიშვილის ხელშეწყობით გაიმართა, თბილისის პუბლიკას 22-28 ოქტომბერს ხელოვნების ბრწყინვალე კვირეული მოუწყო. ნანა ბაღდავაძის, გრაზია მინტალტოს, კატი ბიგლარის, ლილიან ბლომის და ჩემთვის კარგად ნაცნობი მხატვრის ანა სტეინჰაუზ-კანდელაკის გაერთიანებული ექსპოზიცია ფიქრის, აზრის, გემოვნების და ახალი მიღწევების მაუწყებელია.
აღნიშნული გამოფენა ამ თვეში იტალიაში გადაინაცვლებს. ანა სტეინჰაუზ-კანდელაკი კი ლონდონში ახალი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება, რომელიც, სავარაუდოდ, 2024 წელს გაიმართება.

გიორგი ლალიაშვილი