არჩილ გორდულაძე: წარმოუდგენელია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები იცავენ იმ USAID-ის თანამშრომლებს, რომელსაც ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწოდებს კორუფციონერებს

,,ვხედავთ, რომ „დიფ სთეითის“ მართული სხვადასხვა პირი ხან წყაროდ არის გამოყენებული, ხან სიცრუის გამავრცელებლად და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მებრძოლები არიან”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები იცავენ იმ USAID-ის თანამშრომლებს, რომელსაც ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაცია კორუფციონერებს უწოდებს.

„იცავენ იმ USAID-ის თანამშრომლებს, რომელსაც ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწოდებს კორუფციონერებს. მათ შორის, იცავენ იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ამერიკული ინტერესების საწინააღმდეგოდ იმ ქვეყნებში, სადაც არიან წარგზავნილი. საინტერესოა, რა აქვთ წყაროდ მოყვანილი. წყაროდ მოყვანილი აქვთ ადგილობრივი ე.წ. მედია, მათ შორის ისევ „რადიო თავისუფლება“, რომელსაც აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია პროპაგანდის მანქანას უწოდებს. ვხედავთ, რომ „დიფ სთეითის“ მართული სხვადასხვა პირი ხან წყაროდ არის გამოყენებული, ხან სიცრუის გამავრცელებლად და ამავდროულად, ერთიანად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მებრძოლები არიან.

ახლა იმ ადმინისტრაციას მიმართავენ, რომელსაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ იბრძოლოს. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, როგორმე „ნაცმოძრაობას“ და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ პარტიებს, ტელევიზიებს მისცენ საშუალება, ერთი სიუჟეტი მაინც შექმნან და ისევ ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძოლონ. დიახ, თამარ ტალიაშვილს შეხვედრა ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა საკითხის განსახილველად, მაგრამ აბსოლუტურად ტყუილია, რომ იგი დაიბარეს, ან რაიმე პრეტენზიები გამოთქვეს რომელიმე განცხადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები