“ალეკო ელისაშვილის განცხადებები მცდელობაა, ძველი და ახალი „ნაცები“ „ლელოელ“ და „გახარიელელ“ „ნაცებისაგან“ გაემიჯნოს, რომ, როგორმე გადარჩნენ” – გორდულაძე

“ალეკო ელისაშვილის განცხადებები მცდელობაა, როგორმე ძველი და ახალი „ნაცები“ „ლელოელ“ და „გახარიელელ“ „ნაცებისაგან“ გაემიჯნოს, რომ, როგორმე გადარჩნენ და დარჩნენ აგენტების სახით ქართულ პოლიტიკაში”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ელისაშვილის განცხადებები, “იმ პირებთან ხელის ჩამორთმევები, ხვევნა-კოცნა, თუ გადახვევა, რომელთაც მანამდე ლანძღავდა, უცხო არ არის.”

“საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ ლანძღავდა ხაზარაძეს და რას უწოდებდა. შემდეგ კი, მის ყურმოჭრილ მონად გადაიქცა. მისი განცხადებები იმის მცდელობაა, როგორმე ძველი და ახალი „ნაცები“ „ლელოელ“ და „გახარიელელ“ „ნაცებისაგან“ გაემიჯნოს. მცდელობაა, როგორმე გადარჩნენ და დარჩნენ აგენტების სახით ქართულ პოლიტიკაში. ასევე, როგორმე საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს არ არიან „ნაცები“. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არიან „ლელოელები“, „გახარიელები“, ძველი და ახალი „ნაცები“. ეს ის კლასტერია, რომელიც ფინანსდება, დავალებებს გარედან იღებს, რომლებიც იბრძვიან, მათ შორის იმისთვის, რომ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება ჩამოშალონ, ძალადობრივად დაამხონ და ხელისუფლება შეცვალონ. მიზანია, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეუქმნან და ამ ყველაფერში ჩართული არიან „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცებიც“. ამიტომ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძროაბაში“ გაერთიანებული სამი პარტია აკრძალოს, რათა, როგორმე პოლიტიკა აგენტურისაგან გათავისუფლდეს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ “შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები