არჩილ გორდულაძე – „დიფ სთეითის“ ევრობიუროკრატიის ხელში შანტაჟის ერთადერთი მექანიზმი ქართველ ხალხზე ზეწოლის განსახორციელებლად დარჩენილია ვიზალიბერალიზაცია
„დიფ სთეითის“ ევრობიუროკრატიის ხელში შანტაჟის ერთადერთი მექანიზმი ქართველ ხალხზე ზეწოლის განსახორციელებლად დარჩენილია ვიზალიბერალიზაცია,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი დაცლილია ევროპულობისგან და დემოკრატიულობისგან.
„ვინმეს რაიმე ობიექტურობა თუ შერჩა, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ ინტერესი არ უნდა იყოს მიღებული. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ კეთილგონიერება აღარ არის დარჩენილი და ევროკავშირი დაცლილია ევროპულობისგან, დემოკრატიულობისგან. სამწუხაროდ, დემოკრატიული უკუსვლა იმ გაერთიანებაშია, რომელიც იდეაში, ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, მაგრამ ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიის ხელწერა ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაა. არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს უვიზო მიმოსვლის შეჩერების“, – განაცხადა გორდულაძემ.