თეა წულუკიანი თბილისის კამერული მუსიკის XVII ფესტივალის კონცერტს დაესწრო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ვერიკო ჭუმბურიძისა და პიანისტ მამიკონ ნახაპეტოვის კონცერტს დაესწრო, რომელიც თბილისის კამერული მუსიკის XVII ფესტივალზე გაიმართა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შავერზაშვილი, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე, საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე მანანა ახმეტელი და სხვა სტუმრები.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუსიკოსებმა, რომლებმაც ბეთჰოვენის, კორნგოლდის, შუმანისა და შიმანოვსკის ნაწარმოებები შეასრულეს საზოგადოების აღფრთოვანება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდსა და მცირე დარბაზებში მიმდინარე წლის 29 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით თბილისის კამერული მუსიკის XVII ფესტივალი იმართება.
ფესტივალის მიზანია კამერული მუსიკის მრავალფეროვანი ჟანრებისა და ფორმების პოპულარიზაცია, ანსამბლური საშემსრულებლო ხელოვნების განვითარება.
საფესტივალო კონცერტებში მონაწილეობენ გამოჩენილი მუსიკოსები, საზღვარგარეთიდან მოწვეული არტისტები, ახალგაზრდა შემსრულებლები და ნიჭიერი მოზარდები.