“გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა“ – ცნობილი ტელეჟურნალისტის, დალი ფრიდონაშვილის ნახატების პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება
5 ნოემბერს, 14.00 საათზე, შალვა ძნელაძის მუზეუმში ცნობილი ტელეჟურნალისტის, დალი ფრიდონაშვილის ნახატების პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დამთვალიერებელი გაეცნობა მხატვრის მიერ ბოლო 2,5 წლის განმავლობაში შექმნილ საინტერესო ნამუშევრებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დამთვალიერებელი გაეცნობა მხატვრის მიერ ბოლო 2,5 წლის განმავლობაში შექმნილ საინტერესო ნამუშევრებს.
დალი ფრიდონაშვილი: „მეგობრებო, როგორც იცით, ხატვა დაახლოებით 2,5 წლის წინ დავიწყე, მანამდე არასდროს მიხატია, თუმცა ყოველთვის მინდოდა და შინაგანად ყოველთვის ვიცოდი, რომ ხატვა რომ შემძლებოდა, ეს საქმე უდიდეს სიხარულს მომანიჭებდა.ერთ დღესაც გავბედე, ნუკის სახლში დატოვებული საღებავები ამოვალაგე და დავიწყე.. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რა უკიდეგანოა ფერების, შუქისა და ჩრდილის, ხაზების,მონასმებისა და პერსპექტივის კომპოზიციასთან თამაში..ეს პერიოდი გაუჩერებლად ვხატავდი, სხვა თვალით ვაკვირდებოდი ღმერთის ხელით შექმნილ სამყაროს, ვსწავლობდი და ვეძიებდი… სწორედ ამ ძიების და ამ საოცარ სამყაროსთან ჩემი სიყვარულის ისტორია ავსახე ნახატებში, რომელთა ნაწილიც მინდა წარმოგიდგინოთ ჩემს პერსონალურ გამოფენაზე – „გინდ დაიჯერეთ,გინდ არა“.
ჩემი ნამუშევრების სანახავად გეპატიჟებით 5 ნოემბერს შალვა ძნელაძის მუზეუმში, სადაც ბატონი შალვას ნამუშევრებსაც გაეცნობით, ისიამოვნებთ ულამაზესი ბაღით და სასიამოვნო დროს გაატარებთ იმ უჩვეულო სივრცეში, რომელიც შალვა ძნელაძის შთამომავლებმა შექმნეს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ შემოთავაზებისა და მიწვევისთვის“.
მისამართი: სოფელ დიღომი, სვეტიცხოვლის ქ.N1.