უკრაინელი პენსიონერები „DEEP PURPLE“-ის ჰიტის შესრულებით ომს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

დონეცკელმა პენსიონერებმა ანატოლი ბუხტიაროვმა და ნიკოლაი გრადკოვმა ქუჩაში ჯგუფ „DEEP PURPLE“-ის ცნობილი ჰიტი “Smoke on the Water”-ის დაუკრეს. ასაკოვანმა პენსიონერებმა ჰარდ-როკის კლასიკად ქცეული “Smoke on the Water”-ის საკუთარი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს და ის აკორდეონსა და დრამზე შეასრულეს.
„მუსიკა ყოველთვის უფრო ძლიერი იყო ომზე. აი, ახლა ისმის აფეთქებების ხმა, ჩვენ კი სიამოვნებით ვუკრავთ. ჩვენი იარაღი ჩვენი ოსტატობაა და გვსურს ამ ოსტატობითა და ჩვენი მუსიკით ხალხს სიამოვნება მივანიჭოთ“, – აცხადებენ ხანდაზმული მუსიკოსები.
რაიონის მაცხოვრებლები, სადაც მუსიკოსებმა ქუჩის კონცერტი მოაწყვეს, მათ საქციელს გმირობად მიიჩნევენ. მაყურებლების აზრით, მუსიკა მათ საშუალებას აძლევთ მცირე ხნით მაინც მოწყდნენ სიტუაციას და  უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ ომზე ფიქრი შეწყვიტონ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=1Nf9pgy4ZuY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები