პუტინი: სანთლები ნოვოროსიაში ხალხის დაცვისას დაშავებულებს დავუნთე
რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში, ვორობიოვის მთაზე არსებულ ტაძარს ეწვია და სანთლები დაანთო. ჟურნალისტის კითხვაზე: “თუ საიდუმლო არაა, ვის დავუნთეთ სანთლები? „პუტინმა უპასუხა: “სანთლები დავუნთე მათ, ვინც ნოვოროსიაში ხალხის დაცვისას დაშავდა“.
შეგახსენებთ, რომ „ნოვოროსია“ უკრაინაში ამბოხებულების ტერმინია, რომლითაც ისინი თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს ერთიანობაში მოიხსენიებენ.