აშშ-ს პრეზიდენტი კლუბების მენეჯერებმა გოლფის სათამაშოდ არ შეუშვეს
ნიუ-იორკის პრესტიჟული კლუბების მეპატრონეებმა აშშ-ს პრეზიდენტი თავიანთ კლუბებში გოლფის სათამაშოდ არ შეუშვეს, – ამ ინფორმაციას „ The Washington Post“-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შრომის დღესთან დაკავშირებული დღესასწაულის პერიოდში, აშშ-ს პრეზიდენტმა გადაწყვიტა უქმეებზე თავი გოლფის თამაშით შეექცია, თუმცა პრესტიჟული კლუბების „The Trump National Golf Club“,“ the Winged Foot“ და „Willow Ridge“ -ის მეპატრონეებმა ობამა სათამაშოდ არ შეუშვეს. ცნობილია, რომ ამ კლუბების წევრები ძალიან მდიდარი ადამიანები არიან და მათ გოლფ-კლუბების წევრობა წლიურად 100 ათასზე მეტი აშშ დოლარი უჯდებათ. როგორც ჩანს მენეჯერებს არ სურდათ სარფიანი კლიენტებისათვის თუნდაც პრეზიდენტის გამო დისკომფორტი შეექმნათ, რადგან, სწორედ შრომის დღის დღესასწაულის პერიოდს მოაქვს გოლფ-კლუბებისთვის ყველაზე დიდი მოგება – აღნიშნავს გამოცემა. უარის გამო ბარაქ ობამა, რომელიც გოლფის თამაშის დიდი მოყვარულია იძულებული გახდა გოლფის თამაში სხვა დროისთვის გადაედო და უკან ვაშინგტონში დაბრუნებულიყო.