იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია

იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელში თავისი ელჩი გაიწვია.

ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო – Petra იტყობინება.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ იწვევს თავის ელჩს თელ-ავივში“, – ნათქვამია განცხადებაში.

იორდანია უკვე მე-4 ქვეყანაა, რომელმაც ისრაელს დიპლომატიური დემარში გამოუცხადა.

31 ოქტომბერს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა ბოლივიამ გაწყვიტა და ისრაელს ღაზას სექტორში “კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დასდო ბრალი”.

​ამის შემდეგ ისრაელიდან ელჩი კოლუმბიამ გაიქვია.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ X ქსელში დაწერა, “თუ ისრაელი არ შეწყვეტს პალესტინელი ხალხის მასობრივ მკვლელობას, ჩვენ იქ ვერ დავრჩებით“.

ჩილეს პრეზიდენტმა, მემარცხენე პოლიტიკოსმა – გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა, რომ „ისრაელის მიერ ღაზას სექტორში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო“ გამოიწვევს ელჩს კონსულტაციებისთვის.

„ჩილე კატეგორიულად გმობს ამ სამხედრო ოპერაციებს და დიდი შეშფოთებით აკვირდება მათ“, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები