რუმინეთში 2035 წლიდან კაცების და ქალების საპენსიო ასაკი გათანაბრდება
რუმინეთის საპენსიო კანონმდებლობის მიხედვით, 2035 წლიდან მამაკაცებისა და ქალების საპენსიო ასაკი 65 წელზე დადგინდება.
ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მარსელ ჩოლაკუმ მმართველი კოალიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა უკვე უზრუნველყოფს თანაბარ საპენსიო ასაკს მამაკაცებსა და ქალებს შორის, ხოლო ამ მხრივ ყველაზე დიდი ჩამორჩენაა ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ამჟამად, რუმინეთში კაცებისთვის საპენსიო ასაკი 65 წლიდან, ხოლო ქალებისთვის 61 წლიდან განისაზღვრება.
თუმცა, ევროკავშირის აღდგენისა და მდგრადობის პროგრამის შესაბამისად, ეს მაჩვენებელი 20235 წლისთვის შეიცვლება.
მას, ვისაც სურს, გააგრძელოს მუშაობა პენსიაზე გასვლის შემდეგ, შეუძლია, იმუშაოს 70 წლამდე, თუ დამსაქმებელია თანახმა.
პრემიერმინისტრი, მარსელ ჩოლაკუ მიზნად ისახავს ახალი საპენსიო კანონის ძალაში შესვლას 2024 წლის 1-ელი იანვრიდან. მან გამოთქვა რწმენა, რომ ახალ კანონს პარლამენტი ნოემბრის ბოლომდე მიიღებს და 1-ელი იანვრიდან ის ამოქმედდება.