“ჰამასში” აცხადებენ, რომ ისრაელმა, უკვე მეორედ, ჯაბალიას ბანაკი დაბომბა

“ჰამასში” განაცხადეს, რომ ისრაელმა ჯაბალიაში საცხოვრებელი კორპუსები უკვე მეორედ დაბომბა.

მათივე მტკიცებით, იერიშის შედეგად, უამრავი დაღუპული და დაშავებულია, მათი რიცხვი ჯერ არ გასაჯაროებულა.

ისრაელმა ჯაბალიას ბანაკის ტერიტორიაზე განლაგებულ, ,,ჰამასის,, სამხედრო ინფრასტრუქტურაზე პირველი იერიში 31 ოქტომბერს მიიტანა, რასაც, სულ მცირე, 47 ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელის არმიაში განმარტეს, რომ მათი სამიზნე 7 ოქტომბრის თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი – იბრაჰიმ ბიარი იყო.

მათივე თქმით, დარტყმები განხორციელდა ჯაბალიას მჭიდროდ დასახლებულ ბანაკში “ჰამასის” იმ ინფრასტრუქტურაზე, საიდანაც ბიარი ბრძანებებს გასცემდა, თუმცა, ამ ინფრასტრუქტურის ნგრევამ გვერდით მდგომი შენობებიც მოიყოლა, რისი “თავიდან აცილება შეუძლებელი იყო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები