ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში პოტენციური საფრთხის დონე აამაღლა
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის შიგნით პოტენციური საფრთხის დონზე გაზარდა.
ამის შესახებ NRK იტყობინება.
ნორვეგიის პოლიციის უსაფრთხოების სამსახურმა (PST) დღეს პოტენციური რისკების შეფასება განაახლა.
”PST გაზრდის სიფხიზლის მაჩვენებელს ნორვეგიაში გარკვეულ ადგილებსა და ობიექტებთან მიმართებით”,- განაცხადეს უწყებაში, სადაც მოგვიანებით იტყვიან, თუ რომელ ადგილებსა და ობიექტებზეა საუბარი.