ვუჩიჩმა სერბეთის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა ქვეყნის ეროვნული ასამბლეა (პარლამენტი) დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 17 დეკემბერს დანიშნა.

ამის შესახებ RTS იტყობინება.

„ძვირფასო მოქალაქეებო, გისურვებთ ბედნიერ არჩევნებს. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში მთელი მსოფლიოსთვის, გლობალური გამოწვევების, ომებისა და კონფლიქტების დროს. იმ დროს, როდესაც ჩვენ, ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების შენარჩუნების ბრძოლაში. იმ დროს, როდესაც მრავალ ზეწოლას ვაწყდებით კოსოვოსა და მეტოჰიასთან ურთიერთობისა და სხვა რეგიონული და გლობალური საკითხების გამო“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

მან აღნიშნა, რომ სერბეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის, სტაბილურობის, შიდა ერთიანობის შენარჩუნება და დემოკრატიის დემონსტრირება.

30 ოქტომბერს სერბეთის მთავრობამ რესპუბლიკის პრეზიდენტს ეროვნული ასამბლეის დაშლისა და დეპუტატების არჩევნების დანიშვნის შესახებ დასაბუთებული არგუმენტები გაუგზავნა.

მთავრობაში განაცხადეს, რომ არსებულ ვითარებაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უზრუნველყოფს დემოკრატიის უმაღლეს ხარისხს; შეამცირებს დაძაბულობას საზოგადოებაში დაპირისპირებულ პოზიციებს შორის; დაასრულებდა სიძულვილის ენას და დაადასტურებდა აზრისა და შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის უფლებას გარკვეულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები