ირანის უზენაესი ლიდერი მუსლიმანურ ქვეყნებს ისრაელისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ​მუსლიმანურმა ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ყველა სახის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა ისრაელთან.

ამის შესახებ მან სტუდენტების წინაშე გამოსვლისას თქვა.

“ის, რაზეც მუსლიმანური ქვეყნები უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდნენ, არის პალესტინაში იმ დანაშაულების შეწყვეტა, რასაც ისრაელი სჩადის. ნავთობისა და სურსათის ექსპორტი უნდა შეწყდეს. მუსლიმანურმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ყველა სახის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა ისრაელთან”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები