ფოლკლორის ცენტრის გალერეა ქართული აბრეშუმის შესახებ გამოფენას უმასპინძლებს

1 ნოემბერს, 18:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ქართული აბრეშუმის შესახებ გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პეპლის სიცოცხლე – მარადისობის ფრაგმენტი – ამ სახელწოდებით გამოფენა სულ ერთ დღეს გასტანს და შემდეგ ყველა ექსპონატი საჩუქრად ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის წმინდა ალექსანდრე ოქროპირის სახელობის სკოლას გადაეცემა.
როგორც გამოფენის იდეის ავტორი და ორგანიზატორი მანანა აბზიანიძე აღნიშნავს – „გამოფენას არ უდევს საფუძვლად ისტორიული, თუ მეცნიერული კვლევები. ეს უბრალოდ ერთი ამოსუნთქვა სიყვარულია ჩვენი ქართული აბრეშუმის და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ემსახურა ამ საქმეს”.
80-იანი წლების შემდეგ ქართული აბრეშუმის წარმოება შეწყდა. 1 ნოემბერს წარმოების შეჩერებამდე გამოშვებული ქსოვილებით შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები