„ევროპალია-საქართველო“ – ანსამბლ „ადილეის“ კონცერტები გაიმართება
ბელგიაში, საერთაშორისო კულტურულ ფესტივალ „ევროპალია-საქართველოზე” კონცერტებს ანსამბლი „ადიელი“ გამართავს. მათივე ინფორმაციით, 1 და 2 ნოემბერს ევროპის მრავალ ქვეყანაში აღინიშნება „ყველა წმინდანის“ (All Saints’ Day) და „ყველა სულის“ (All Souls’ Day) დღეები. ადგილობრივი მოსახლეობა მოიგონებს გარდაცვლილ ახლობლებს, ყვავილებით მორთავს მათ საფლავებს.
ამ ტრადიციის შთაგონებით შეიქმნა წარმოდგენა, ქართული და ევროპული სამგლოვიარო სიმღერების დიალოგი – „რიტუალი: სიმღერები ჩვენი გარდაცვლილი ახლობლებისთვის“. იგი გაიმართება ქალაქების – ოსტენდისა და ლუვენის სასაფლაოებზე. წარმოდგენაში დამსწრე საზოგადოებასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „ადილეი“, ნაყეური ნინო, სოპრანო ლორე ბინონი და ადგილობრივი ანსამბლი „მეზობლები“.
3 ნოემბერს კი ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „ბოზარში”, ქართული ავანგარდის საგამოფენო სივრცეში გაიმართება.