IDF: ომის დაწყებიდან ისრაელმა “ჰამასის” 11000-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა, ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზას სექტორში “ჰამასის” 11000-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს.

ამის შესახებ არმიის განცხადებაშია ნათქვამი.

ასევე, აღნიშნულია, რომ IDF-ის სახმელეთო ოპერაციები გრძელდება.

ღამის განმავლობაში ასევე განხორციელდა დარტყმები “რამდენიმე ტერორისტულ სამიზნეზე”, მათ შორის, ოპერატიული მართვის ცენტრებზე.

ჯაბალიაზე თავდასხმის კომენტირებისას, IDF-ში ითქვა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს ჰამასის რამდენიმე მებრძოლი თავს მრავალსართულიან შენობას აფარებდა, რომელიც მდებარეობს სკოლის, სამედიცინო ცენტრისა და სამთავრობო ოფისების გვერდით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები