ბლინკენი 3 ნოემბერს ისრაელში ისევ ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ენტონი ბლინკენი 7 ოქტომბერს “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ ისრაელში უკვე მესამედ, ამჯერად 3 ნოემბერს ჩავა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ბლინკენი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, ასევე, რეგიონის რამდენიმე სხვა ქვეყანას ეწვევა. თუმცა, რომელ ქვეყნებში ჩავა დიპლომატი, დაზუსტებული არ არის.

გამოცემა Haaretz-ი ვარაუდობს, რომ ​ბლინკენის ამ ვიზიტის დღის წესრიგი წინა ორისგან მკვეთრად განსხვავებული იქნება.

უკანასკნელი ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ცდილობდა, ისრაელისთვის რეგიონში დახმარება გაეწია და, ამავდროულად, მოუწოდებდა არაბულ ქვეყნებს “ჰამასზე” ზეწოლა მოეხდინათ, რომ მოხდეს მძევლების გათავისუფლება.

„ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად განსხვავებულ გარემოში გაიმართება. ათასობით პალესტინელი დაიღუპა და ჰუმანიტარული მდგომარეობა საათობრივად უარესდება. ამჯერად, ბლინკენის ვიზიტის დღის წესრიგი დიდწილად ფოკუსირებული იქნება ღაზასთვის დახმარების სასწრაფოდ უზრუნველყოფაზე“, – წერს Haaretz.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები