IDF აცხადებს, რომ ღაზაში „ჰამასის“ ჯაბალიის ცენტრის ბატალიონის მეთაური მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ჯაბალიის ცენტრის ბატალიონის მეთაური, იბრაჰიმ ბიარი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა „ჰამასის“ ბევრი ტერორისტიც.
„ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხედრო თვითმფრინავებმა, შინ ბეთის სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, ცოტა ხნის წინ მოკლეს იბრაჰიმ ბიარი, ტერორისტული ორგანიზაციის ჯაბალიის ცენტრის ბატალიონის მეთაური, რომელიც 7 ოქტომბრის ტერაქტის ერთ-ერთი ლიდერი იყო. თავდასხმის შედეგად დაშავდა „ჰამასის“ ბევრი ტერორისტიც“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.
מטוסי קרב של צה"ל, בהכוונה מודיעינית של שב"כ חיסלו לפני זמן קצר את אברהים ביארי, מפקד גדוד מרכז ג'באליה בארגון הטרור חמאס, שהיה ממובילי מתקפת הטרור הרצחנית ב-7 באוקטובר. בתקיפה נפגעו גם מחבלים רבים של החמאס>> pic.twitter.com/ed1F3SphNH
— צבא ההגנה לישראל (@idfonline) October 31, 2023