იოავ გალანტი: ისრაელის არმიას მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ღაზაში, მაგრამ ამისთვის მძიმე ფასს იხდის
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დროს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ, თუმცა ამისთვის მძიმე ფასს იხდიან.
„ჩვენ ვათავსებთ ძალებს ფართო მასშტაბით, ღაზის სექტორის სიღრმეში. იმართება ბრძოლები იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც მოქმედებენ ღაზაში და შედეგები და მიღწევები ბრძოლის ველზე ძალიან მაღალია“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრის თქმით, დაწყებულია ბრძოლის ველზე საჰაერო ძალების ელიტური შალდაგის ჯარების 669 ერთეულის გადაყვანის პროცესი.
„სამწუხაროდ, ომს თავისი ფასიც აქვს და ბოლო დღეებში ეს ფასი მძიმე იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მტკიცე განწყობა გვაქვს, გავაგრძელოთ და გავიმარჯვოთ“, – დასძინა გალანტმა.