სლოვაკეთში, მიგრაციის ზრდის ასარიდებლად, ქვეყნის მთავრობამ ასობით პოლიციელი გაგზავნა

სლოვაკეთში, მიგრაციის ზრდის ასარიდებლად, ქვეყნის ახალმა მთავრობამ ასობით პოლიციელი გაგზავნა.

ამის შესახებ სლოვაკეთის შს მინისტრმა, მატუს შუტაი-ესტოკმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საზღვარზე, პოლიციის გარდა, სამხედროებიც პატრულირებენ.

სლოვაკეთის ახალმა პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელი მოინახულა და განაცხადა, რომ მთავრობა ძალიან შეშფოთებულია ლტოლვილებთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუარესებით.

„თუ უკანონო მიგრაციას არ გავაკონტროლებთ, მაშინ აქ შესაძლოა, ტერორისტულ სტრუქტურებთან დაკავშირებულმა საშიშმა პირებმა შემოაღწიონ. ამ საშიშ პირებს შეუძლიათ უზარმაზარი პრობლემები შეგვიქმნან. ის, რაც ღაზას სექტორში ხდება, სლოვაკეთის უსაფრთხოების სფეროში გიგანტურ რისკებს ქმნის“, – აღნიშნა ფიცომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები